გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ, იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი

27-04-2026

უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სადაც ნათქვამია, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება“.


ქართველიშვილის თქმით, მდინარაძის უწყების ქვემოთ მენეჯმენტს, მთავრობის მთლიანი ადმინისტრაცია და თავად სამართალდამცველები განახორციელებენ და არა თორმეტ კაციანი აპარატი.


„უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას.


შესაბამისად, მის ქვემოთ მენეჯმენტს მთავრობის მთლიანი ადმინისტრაცია და თავად სამართალდამცველები განახორციელებენ და არა რაღაც თორმეტკაციანი აპარატი. ეს ძალითგახარებული გახარიები განსაკუთრებული ჩლუნგები არიან, აი დაახლოებით მერაბ მეტრეველის დონის“, - წერს ქართველიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930