გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკძელა-კაპროვანას დამშრობ მასივზე საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს

27-04-2026

სამელიორაციო სისტემების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკძელა-კაპროვანას დამშრობ მასივზე საექსპლუატაციო სამუშაოებს ახორციელებს. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დატბორვისგან დაცული იქნება დაახლოებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჭარბი წყლისგან გამოწვეულ რისკებს და გააუმჯობესებს მიწის გამოყენების პირობებს.


ამ ეტაპისთვის უკვე გაწმენდილია მაგისტრალური არხების 700-მეტრიანი მონაკვეთი, ხოლო მთლიანობაში სამუშაოები 3 260 მეტრზე განხორციელდება.


შპს „საქართველოს მელიორაცია“ მსგავსი ტიპის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს, რაც ხელს უწყობს საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების გამართულ ფუნქციონირებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930