გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ნაცებმა და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო - სახელმწიფო მინისტრი აკოორდინირებს სუს-ს, შსს-ს, სდსს-ს, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლოსთან

27-04-2026

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარლამენტში შეტანილ კანონპროექტში არსებულ უფლებამოსილებებზე საუბრობს.


იონათამიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუს-ს, შსს-ს, სდსს-ს. მისივე თქმით, აღნიშნული თანამდებობები ასევე მოიცავს კოორდინაციას, კომუნიკაციას პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან.


„პარლამენტში შემოტანილ კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუს-ს, შსს-ს, სდსს-ს. ასევე მისი კომპეტენციაა კოორდინაცია/კომუნიკაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლო ხელისუფლებასთან. „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31