გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: მინდა, მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

27-04-2026

მინდა, მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.


მისი თქმით, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც 8 თვის წინ გამოაკლდა.


„მინდა, გამოვეხმაურო აჟიოტაჟს ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ამ [სტრუქტურულ] ცვლილებებთან დაკავშირებით. მინდა, ჩვენი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ ყველა, რომ ბატონი მამუკა [მდინარაძე] დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც 8 თვის წინ გამოაკლდა. მინდა, მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, მან ეს სამსახური თვისობრივად მაღალ დონეზე აიყვანა“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930