გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა

27-04-2026

არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.


მისი თქმით, სულხან თამაზაშვილს მთელი ცხოვრება ამ უწყებაში აქვს გატარებული და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.


„არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ბატონ სულხანს, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი თავისი ცხოვრება ამ ორგანოში აქვს გატარებული, სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვარ, ის გააგრძელებს და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მნიშვნელოვანი კოორდინაციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობას და ბრძოლას იმ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან, რომელიც არსებობს“, - აღნიშნა კირცხალიამ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ‎

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930