გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ

27-04-2026

როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიასთან დაკავშირებით.


მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი გამზადდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ეს საკითხიც ამ კვირაში უნდა ჩაიხუროს.


„მოვიდა თვის ბოლო და თუ არ ვცდები, 3 მაისამდე აქვს კომისიას სამუშაოს დასრულების ვადა. როგორც მაქვს ინფორმაცია, წინასწარ შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, დასკვნის მომზადება უკვე ფინალურ ეტაპზეა. როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ. ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი გამზადდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ეს საკითხიც ამ კვირაში უნდა ჩაიხუროს“,- აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930