გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰამბურგში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალში საქართველოდან შვიდი საოჯახო მარანი მონაწილეობდა

28-04-2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის  ქალაქ ჰამბურგში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალში ,,GLUCK GLUCK Naturweinfest“ შვიდი საოჯახო მარანი მონაწილეობდა.


ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს  ქართული ღვინის მწარმოებელმა მარნებმა: “გონჯების ღვინო”, ზურაბ ღვალაძის ღვინის მარანი“, მეღვინეობა ილტოს ველი, მეღვინეობა თილისმა, Blui`s Wine, ბაიას ღვინო და ჩვენი ღვინო.


,,GLUCK GLUCK Naturweinfest“ ბუნებრივი ღვინის ფესტივალი, რომელიც ევროპის ქვეყნების   მეღვინეებს და ღვინის მოყვარულებს აერთიანებს. 2026 წლის ფესტივალში 50-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა საქართველოდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.


გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.


ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031