გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი

28-04-2026

ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი, რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პოლიტიკური დიალოგი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს არის შესაძლებელი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ღიაა დიალოგისთვის.


„როგორც კი დავინახავთ მზაობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ განახლდეს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაშინვე სრულ ღიაობას ვაჩვენებთ, თუმცა ჯერჯერობით მათი დამოკიდებულება არის განსხვავებული. ვხედავთ, რომ არის გარკვეული საბჭოური მიდგომა, როდესაც ეშინიათ დიალოგის, დისკუსიის. დიალოგის ეშინია სუსტ მხარეს, სუსტს არგუმენტებში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ბევრად უფრო დიდია ჩვენზე, ამას არ ვგულისხმობ, მაგრამ სუსტი მხარეა იმ გაგებით, რომ სიმართლე არ არის ევროკავშირისკენ, სიმართლე არის ჩვენკენ. ჩვენ ვისაუბრებთ ყველასთან, ვისთანაც შეიძლება საუბარი, ვინც აფიქსირებს და გამოხატავს ღიაობას დიალოგისთვის, საუბრისთვის, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებით ვახერხებდით ქვეყნისთვის წარმატებების მოტანას დღემდე, მიუხედავად უდიდესი სირთულეებისა და ასე ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას ყველასთან, ვინც ამას მოისურვებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031