გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული "მედია" და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, იქილიკონ თუ ბრაზიანი სახეებით გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე

28-04-2026

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნიკა გვარამიას “ფეისბუქ” სტატუსს ეხმიანება და ღნიშნავს, რომ გვარამია, პროპაგანდისტული "მედია" და “მტრები ამა ქვეყნისანი” ვერ გარკვეულან, იქილიკონ თუ გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე.


ქართველიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ ტყუილში ამხილა ერთი რიგითი პროპაგანდისტი და ზედმიწევნითი სიზუსტით დაუსახელა კვერცხისა და ხორცის ფასი.


მისივე შეფასებით, პრემიერის სიტყვებს ადასტურებს "2 ნაბიჯის" ონლაინ მაღაზია, სადაც დეტალურად წერია ფასები.


„ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული "მედია" და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, იქილიკონ თუ ბრაზიანი სახეებით გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე. არადა საქმე მარტივად არის - ირაკლი კობახიძემ ტყუილში ამხილა ერთი რიგითი პროპაგანდისტი და ზედმიწევნითი სიზუსტით დაუსახელა კვერცხისა და ხორცის ფასი. პრემიერის სიტყვებს ადასტურებს "2 ნაბიჯის" ონლაინ მაღაზია, სადაც დეტალურად წერია ფასები. კვერცხი - 4.55 ლარი ხორცი, 0.5 კგ - 9.99 ლარი ფაქტებს ვერსად გაექცევით!“ - წერს ქართველიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930