გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს

29-04-2026

ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.


მისი თქმით, პოლონეთის პოზიცია, რომ თავიანთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ქართულენოვანი განყოფილება დაამატონ, საკუთარი ხალხის წინაშე ახსნას ვერ ჰპოვებს.


„სამწუხაროდ, პოლონეთის გადაწყვეტილება ქართველი რადიკალების მოთხოვნას პასუხობს, რომ დეზინფორმაციის და იმ მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს, რაც არასახელმწიფოებრივია“, – განაცხადა წილოსანმა.


პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (TVP) ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური VT Sakartvelo დააარსა. ტელევიზიაში რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი იმუშავებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930