გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში

29-04-2026

განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე.


„საქართველოში სპორტის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო ხშირად მასპინძლობს ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებს. სულ ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, ახლა ძიუდოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, მანამდე იყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი. ზამთრის სპორტის სახეობებში არაერთ პრესტიჟულ ტურნირს ვუმასპინძლეთ და ეს არის განსაკუთრებული მიღწევა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. უშუალოდ საქართველოში ეს ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, მასპინძლობა, მათ შორის, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს მისცემს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მათ შორის, სპორტის სამინისტროს, სპორტის მინისტრს და განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ბატონ ლევან კობიაშვილს. მათი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა და მადლობა მათ ამ ძალისხმევისა და წარმატებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930