გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის ფეისბუქ მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ - თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული, იმათ ელაპარაკება

29-04-2026

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ბოლოდორინდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მის პარტიას “ერთ ყურშიც კი არ შესდის” ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები.


ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი, სინამდვილეში, საკუთარი პარტიით - “ნაციონალური მოძრაობით” არის ფრუსტრირებული.


“მეგობრებო, სააკაშვილის ფეისბუქ მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ. თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული, იმათ ელაპარაკება. იმედია დაუჯერებენ და გამოსწორდებიან.” - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031