გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
WOAH-ის გენერალური მდივანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნო

30-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივან ემანუელ სუბეირანს და ორგანიზაციის დელეგატებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობა გააცნო.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებსა და თანამედროვე ტექნიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც დაავადებების დროულ გამოვლენასა და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.


„WOAH-ის გენერალური მდივნის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ორგანიზაციამ მხარი დაუჭიროს ლაბორატორიას ცოფის დიაგნოსტიკის გაძლიერებაში, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობას აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.


შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.


„ცხოველთა დაავადებების დროული გამოვლენისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ისეთი სანდო ლაბორატორია, როგორიც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაა. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ საქართველოს აქვს თანამედროვე აღჭურვილობითა და კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფილი დაწესებულება. ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ცოფის დიაგნოსტიკის მიმართულებით“, - აღნიშნა ემანუელ სუბეირანმა.


ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ემანუელ სუბეირანი, WOAH-ის დელეგატებთან ერთად საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930