გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე: რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ისინი ამაზე წავიდნენ

30-04-2026

რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში დღევანდელი ინტერპელაციის პროცესის შეფასებისას.


მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს კიდევ ერთხელ ჰქონდა საშუალება, რომ საზოგადოებისთვის უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან დეტალურად განემარტა და ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხები გაეცა, მაგრამ რაც მათ მოისმინეს პარტია „საქართველოს“ მხრიდან, იყო ამორალური.


„რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ და ამაზე ხელი მოაწერეს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ დონის სპეკულაცია არ უკადრია „ნაცმოძრაობის“ აგენტურულ ქსელსაც კი. გულწრფელად გეტყვით, ის ქალბატონი, რომელიც ტრიბუნასთან იდგა - დარწმუნებული ვარ, ის ტექსტი მას დაუწერეს, ადამიანურად შემეცოდა, იმხელა სიბინძურე წააკითხა მართლაც ამ უსამშობლოთა გაერთიანებამ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930