გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: რეგიონებში გასვლა ნიშნავს კარდაკარ, სოფელ-სოფელ სიარულს, ოპოზიციამ კი დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს, სწორია, უნდა დაიმალონ, მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ

30-04-2026

რეგიონებში გასვლა კარდაკარ, სოფელ-სოფელ და მუნიციპალიტეტებში სიარულს ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ოპოზიციამ დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს. ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოყარეს, რათა არ ენახათ, რაც ხდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.


ზარქუას თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლებს სალაპარაკო არაფერი აქვთ.


„რადიკალებისთვის მორიგი ტრანში ჩამოვიდა და ამ უსამშობლოებს გაერთიანება დაავალეს, რასაც ცოცხალი თავით არ აკეთებდნენ. კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, – ახალი სახეები ვართო, არადა, იქ არის „ჩახდილი“ ჯაფარიძე, ბოკერია, სააკაშვილი. წინასაარჩევნოდ ამას „გვტენიდნენ“, მაგრამ ახლა ახალი დაფინანსება მოუვიდათ, გააერთიანეს და სკამებს ვერ იყოფენ. მათ შორის აღზევებაა „კარენოი“და „ნეონაცების“ გაერთიანების. ლიდერად ლუზერი ბელადი არ უნდათ, გიჟს ეძახიან, ალბათ – სამართლიანადაც. ახლა „ჩერგოს“ უნდა, პირველი იყოს, მაგრამ ავიწყდება, რომ ბოკერიას მეუღლეა, რომელიც ტირანიისა და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო.  გრანტი აიღეს და როგორ უნდა „გააპრავონ“? ამიტომ რეგიონებში გასვლა მოიგონეს. რეგიონებში გასვლა კარდაკარ, სოფელ-სოფელ და მუნიციპალიტეტებში სიარულს ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დარბაზი დაიქირავეს, ასი სკამი დადგეს და ისიც ვერ შეავსეს. ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოაგდეს, რათა არ ენახათ ის, რაც ხდებოდა. ვის ატყუებენ? – სწორია, უნდა დაიმალონ. სალაპარაკო არაფერი აქვთ. ბოკერიასგან, გვარამიასგან ქვეყნის სასარგებლო რა უნდა მოისმინო? ერთმანეთს ატყუებენ და ჩვენც ამით ვერთობით. სერიოზულად რა გიპასუხოთ?“, – განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930