გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

30-04-2026

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი  მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სამეჰ ნაგიბ ვაჰბას და რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა.


დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. მან სტუმრებს გააცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხედვა და აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბური რეფორმა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ილტოს წყალსაცავის მშენებლობისა და სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე პროექტების განხორციელების საჭიროებაზე.


შეხვედრაზე განხილული იყო „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ მიმდინარეობა. მხარეებმა განიხილეს პროექტის კომპონენტები, რომლებიც მოიცავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, საგრანტო პროგრამებს, სოფლის განვითარების სააგენტოს გაძლიერებას და მიწის კონსოლიდაციის საკითხებს.


სამეჰ ნაგიბ ვაჰბას განცხადებით, საქართველოში შექმნილია პროექტების ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭირო პირობები და მსოფლიო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას.


შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930