გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში - საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით „დაქვეითება“?

30-04-2026

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველო 21 პოზიციით დაქვეითდა და 135-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყანას შორის.


გასულ წელს ქვეყანა 114-ე პოზიციაზე იყო.


ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები და „ნაცპროპაგანდისტები“ ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს ავრცელებენ და ქვეყნის მდგომარეობის შეფასებას პოლიტიკურად იყენებენ.


„ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში - საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით „დაქვეითება“? რომელ გაუარესებაზე გვმოძღვრავენ ფსევდოლიბერალური დასავლური ორგანიზაციები, როცა სექტის ჭარბმა დეზინფორმაციამ წალეკა ჩვენი საზოგადოება?! ხოლო ექსტრემისტების დაკავება-გასამართლება არცერთ ქვეყანაშია ე.წ. უკუსვლა. „ჟურნალისტობა-ენჯეოშნიკობა“ თუ არტისტობა-პოეტობა ვერანაირად იქნება ინდულგენცია კრიმინალური ქმედებებისას“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930