გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, „ხომლის მარანი“ არის მცირე მარანი, რომლის პროდუქციაც ამ დრომდე არ დაქვემდებარებია ორგანოლეპტიკურ შემოწმებას

30-04-2026

ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ხომლის მარანი“ არის მცირე მარანი, რომლის პროდუქციაც ამ დრომდე არ დაქვემდებარებია ორგანოლეპტიკურ შემოწმება/დეგუსტაციას.


ხომლის მარნის” დამფუძნებლის თამაზ ომანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ მისი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო უარყოფითად შეფასდა, სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


ხომლის მარანი“ არის მცირე მარანი, რომლის პროდუქციაც ამ დრომდე არ დაქვემდებარებია ორგანოლეპტიკურ შემოწმებას/დეგუსტაციას.


ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონით“ დეგუსტაციას არ ექვემდებარება იმ მარნების/კომპანიების პროდუქცია, რომელთა წლიური წარმადობა 40 000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება, ამასთან ერთად, ღვინოში გოგირდის დიოქსიდის საერთო შემცველობა 40 მგ/ლ-ს, ხოლო 1 ლოტის ნომრით ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა 3000-ს არ უნდა აღემატებოდეს.


საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელისა და საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკურ შემოწმებას/დეგუსტაციას ახორციელებს სააგენტოსთან არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930