გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

30-04-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს საიდ ალ-ჰაჯერის შეხვდა. 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომელიც აქტიურად ვითარდება. ხაზგასმით აღინიშნა გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტის მნიშვნელობა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაში. 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობას, ასევე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო რეჟიმისა და ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი სტიმულირებისთვის.


ხაზგასმით აღინიშნა Eagle Hills-ის 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ზრდას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031