გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Reuters: დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული გახდა

1-05-2026

რუსეთი სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა, მიუხედავად იმისას, რომ არაბული ქვეყანა დასავლეთს დაუახლოვდა, ხოლო მოსკოვი დამხობილი ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერდა მხარს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


სააგენტოს მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მიმდინარე წელს რუსეთმა სირიისთვის ნავთობის მიწოდება 75%-ით გაზარდა, რაც დღეში დაახლოებით 60 ათასი ბარელია.


აღნიშნული მოცულობა რუსეთის დღიური მსოფლიო ექსპორტის მიზერულ ნაწილს წარმოადგენს, წერს Reuters-ი.


თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, სირიისთვის, რომლის შიდა წარმოება მოთხოვნას საგრძნობლად ჩამორჩება, მოსკოვი ნავთობის დომინანტ მიმწოდებლად ხდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო.


აღსანიშნავია, რომ მანამდე, როცა სირიაში 14-წლიანი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ირანი იყო.


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომის შემდეგ კრიზისიდან გამოვიდა, დასავლეთისკენ შემოტრიალდა, ხოლო მისი ეკონომიკა გლობალურ საფინანსო სისტემას მიუერთდა, დამასკოს მაინც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, აღნიშნავს გამოცემა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031