გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგზე: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს

1-05-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების ფოტოს, რომელიც, გვარამიას მტკიცებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მონაცემების ამსახველია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ანანიძის შეფასებით, ოპოზიცია ან ვირტუალურ სამყაროშია, ან განზრახ ახორციელებენ ამგვარ ქმედებას, იქნებ, ვინმემ დაიჯეროს.


„აქ, ორიდან ერთი, რეალობაა: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს“,- წერს ცოტნე ანანიძე.


ცნობისთვის, გვარამიამ გამოაქვეყნა კვლევის სლაიდი, რომელზეც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო შიდა კვლევის შედეგს ასახავს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია მმართველ პარტიას უგებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31