გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოზე: ფსიქიურად ის არაა გაწონასწორებული

1-05-2026

ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საუბრობს მოლოდინებზე, რომელიც მას მეუფე შიოს პატრიარქობის შემთხვევაში აქვს.


დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს.


„მცხეთა-თბილისის ეპარქიაში ბევრი ჩაალაგებს ჩემოდანს და გადაბარგდებიან, ვინც ვერ შეძლებს მის მონობას, მსახურებას არა, მონობას. ის არ არის პატრიარქივით მამა, ის არ არის პატრიარქის სულის, ის დამცირებულია თვითონ, ეტყობა შურს იძიებს, ფსიქიურად ის არ არის გაწონასწორებული და ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება შიგნით. მე რომ ის [მეუფე შიო] მთავაზობდეს, რომ მასთან ერთად ვიმსახურო ეკლესიაში, ვერ ვიმსახურებ მასთან, შეუძლებელია მასთან ყოფნა,“- განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930