გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში

2-05-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, „ლეიბორისტების“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რიგებში.


ზარქუა საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ ე.წ. ბაღების თემასთან არც მას და არც მის ოჯახს, არაფერი აკავშირებს, შესაბამისად, ბაღებისა და სკოლების ტენდერებში მონაწილეობა მის ნათესავებს არასოდეს მიუღიათ, ნათელაშვილი კი ტყუილს ავრცელებს.


„სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, რომ თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში და დაძრწიხარ ეულად ყველასგან მიტოვებული ! იარე ახლა ტელევიზიებში და იჭორავე ზარქუას მილიონებზე შე ფანჩატურა შენა!


P.s. საზოგადოებამ კი იცის ყველაფერი ამ თემაზე , მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ და შევახსენებ ე.წ ბაღების თემას, რომელიც ახსენა ამ „უხსენებელმა“.. მოკლედ წლების წინ ჩემმა სიძემ გაყიდა სამშენებლო კომპანია, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორში ოპერირებდა და არასოდეს სახელმწიფო ტენდერებში არ მიუღია მონაწილეობა.


გაყიდვის შემდეგ კი მისმა ახალმა მფლობელებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერში. შემდეგ ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები და პროკურატურამ საქმე აღძრა და დაკავებულებიც არიან როგორც მაქვს ინფორმაცია! არასოდეს ბაღების ან სკოლების ტენდერში მე და ჩემს ნათესავებს არასოდეს მიგვიღია მონაწილეობა! ეს არის სიმართლე!“ - წერს ზარქუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031