გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარლამ ლიპარტელიანი: დიდია ახალგაზრდების ინტერესი და ყოველ შეხვედრაზე იმატებს მსურველთა რაოდენობა, ეს ყველაფერი ნათლად ანახებს, რომ ახალგაზრდები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა

2-05-2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები შეაფასა და განაცხადა, რომ დამსწრეთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე იმატებს.


მისი თქმით, ეს ყოველივე გამოხატავს მათ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ.


„ძალიან დიდია მათი ინტერესი. ყოველ შეხვედრაზე იმატებს დასწრების მსურველების რაოდენობა. მინდა ხაზი გავუსვა გუშინდელ შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც რუსთავში გაიმართა.


ვიცით, რომ სტუდენტური ფესტივალი იწყება და ეს ყველაფერი ნათლად ანახებს იმას, რომ ახალგაზრდები სრულად უჭერენ მხარს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930