გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება

2-05-2026

„შეხმატკბილებული" იყო ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება, ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე იქნება უსამართლო თამაშის წესები. 


„რაც შეეხება ხელისუფლების და ბიზნესის შეხმატკბილებას, შეხმატკბილებას თუ ცუდ სიტყვად მოვიხსენიებთ, ასე იყვნენ „შეხმატკბილებული" ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება, ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე დავინახავთ უსამართლო თამაშის წესებს. ამაზე შეჯერებული ვართ ბიზნესთან. ბიზნესის ინტერესშიც არის, რომ თუ რომელიმე სხვა მონაწილე ბიზნესის სექტორის უსამართლოდ იქცევა, ეს კეთილსინდისერისთვის არის პრობლემა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. თუ სადმე არის უსამართლო წესები ან წესებიდან გადახვევა და ა.შ. ბიზნესთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930