გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი, რაც არის ოპტიმალურზე მაღალი მაჩვენებელი

2-05-2026

მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.


პრემიერის თქმით, ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული.


„ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა - თქვენ იცით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში როგორ გაიზარდა აქ საბიუჯეტო ხარჯები, რა პროგრამა იქნა შემოღებული.  როდესაც ხალხზეა საუბარი და საბიუჯეტო დანახარჯებზე, მთლიანობაში, სოციალური მიმართულებით, აქ შედის ჯანდაცვა, სოციალური დახმარება, სხვა ტიპის მომიჯნავე სოციალური ხარჯები და ა.შ. მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი. ბიუჯეტის მესამედზე მეტი იხარჯება სოციალურზე, რაც არის ოპტიმალურზე მაღალი მაჩვენებელიც კი. რომ გადახედოთ სხვადასხვა სახელმწიფოს ბიუჯეტს, ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული. ამიტომ, აქ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ოპტიმალურია საერთო მიდგომა და ოპტიმალურზე მეტიც არის, რასაც ავლენს ჩვენი სახელმწიფო" , - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031