გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანანიძე: პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო - კონსულტაციების შედეგად, ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს

3-05-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით მიღწეულ პრაქტიკულ შედეგზე სოციალურ ქსელში წერს.


ანანიძის განცხადებით, ხელისუფლების მუშაობამ მოსახლეობისთვის რეალური სარგებელი მოიტანა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ქსელურმა მარკეტებმა გამოავლინეს სოციალური პასუხისმგებლობა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით - სპეციალური საფასო პოლიტიკის შემუშავების სახით.


„პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო: კონსულტაციების შედეგად, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს, რაც სპეციალურ საფასო პოლიტიკას გულისხმობს“, - წერს ცოტნე ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031