გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ოპოზიციის წარმომადგენლებს ალბათ სიზმარი ჰგონიათ, იფიქრებდნენ კი ადრე, რომ ზელენსკი ასე შეხვდებოდა ირაკლი კობახიძეს, ან პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატების ეპიცენტრში იდგებოდა?!

4-05-2026

ალბათ ახლა, როცა ამ ვიდეოს და ფოტოებს ათვალიერებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, სიზმარი ჰგონიათ. იფიქრებდნენ კი ადრე, რომ ზელენსკი ასე შეხვდებოდა ირაკლი კობახიძეს ან პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატების ეპიცენტრში იდგებოდა?!, - ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ფაქტს.


ნინო ფოჩხუას განცხადებით, საქართველო არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მსოფლიოსთვის საჭირო ქვეყანაა და ზეწოლას, რომელსაც საქართველომ აქამდე გაუძლო, სხვა ქვეყნები ნელ-ნელა ნებდებიან.


„მართალია ამ დღემდე უპრეცედენტო ზეწოლას გაუძლო ქვეყანამ, მაგრამ როცა ხარ ღირსეული და სამშობლოს საკეთილდღეოდ ყველაფერს აკეთებ, აი, ბოლოს ასე ხდება, მოწიწებით და თანასწორობის პრინციპით მოდიან თანამშრომლობაზე. ალბათ ახლა, როცა ამ ვიდეოს და ფოტოებს ათვალიერებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, სიზმარი ჰგონიათ.


იფიქრებდნენ კი ადრე, რომ ზელენსკი ასე შეხვდებოდა ირაკლი კობახიძეს ან პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატების ეპიცენტრში იდგებოდა?!

ჩვენ გავუძელით, ისინი კი ნელ-ნელა ნებდებიან, საქართველო მარტო ევროპისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველი და საჭირო ქვეყანაა, მით უმეტეს ახლა გლობალური გამოწვევების ფონზე“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930