გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პროექტის „შეაგროვე ცოდნა“ ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებს 1700-ზე მეტი წიგნი გადასცა

4-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეუერთდა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის წიგნების შეგროვების აქციას „შეაგროვე ცოდნა“. სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, მსჯავრდებულებისთვის 1700-ზე მეტი წიგნი შეგროვდა, რომლებიც სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადანაწილდება. სამინისტროში ასევე გაიმართა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.


ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი ესწრებოდნენ.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს ინიციატივებში მონაწილეობა, რომლებიც ემსახურება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციასა და განათლების ხელშეწყობას. იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით ვგეგმავთ არაერთ პროექტს, რომელიც მიმართული იქნება მსჯავრდებულთა პროფესიული განვითარებისკენ.


აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე ფუნქციონირებს მიკროსაწარმოები, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იწარმოება. სამინისტროს მხარდაჭერით, ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“, - აღნიშნა ზურაბ ეზუგბაიამ.


მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან. პარტნიორობის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულებისთვის პროფესიული უნარების განვითარებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930