გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად, ვერ ერთიანდებიან, ამასობაში 10 არჩევნები მოვიგეთ

4-05-2026

ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად, ვერ ერთიანდებიან, ეს ხდება ყველა ჯერზე, ამასობაში 10 არჩევნები მოვიგეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა პერსონალური კონფლიტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას.  


„ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა არის პერსონალური დისკომფორტიც, მათ შორის, ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ ყოველ ჯერზე გარედან ავალებენ გაერთიანებას, მაგრამ ბოლოს ისე ხდება ხოლმე, რომ პერსონალური კონფლიტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას. აქაც იგივე ხდება, ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად, ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყველა ჯერზე. 10 არჩევნები მოვიგეთ ამასობაში. ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ, იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930