გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო, მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, ასევე იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8000 წელი

5-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვენახის გაშენების სახელმწიფო რეგულაციის მნიშვნელობის  შესახებ ისაუბრა.


„ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი. საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ამერიკის, სადაც მევენახეობა არის წარმატებული, ვენახის გაშენებაზე რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. წესები საბოლოოდ აისახება ღვინის ხარისხზე და ფასზე. შევადაროთ ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და ჩვენი. ეს ფასები მიღებულია ზუსტად იმ წესებით, რა წესებითაც განისაზღვრება ღვინის ხარისხი. ხარისხით დგება საბოლოო ჯამში ღვინის ფასი. ეს არის მოცემულობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


მინისტრის განცხადებით, სამეწარმეო ვენახების შემთხვევაში ძალიან ხშირია მოცემულობა, რომ კახეთში გაშენდა რქაწითელის ვენახები, სადაც ჰექტარზე 30-40 ტონა მოჰყავთ, შაქრიანობა 14-15 გრადუსზე ვერ ადის. ადამიანი უნდა დაიცვა, როდესაც ასეთ ინვესტიციას აკეთებს.


„ყურძენი და ღვინო არ არის მარტო ბიზნესი, დარგი და სექტორი, ეს არის საქართველოს იდენტობის ნაწილი; სახელმწიფო მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, არამედ იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8000 წელი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გააშენო ვენახი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930