გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სპეცრაზმის ახალი უფროსი წარადგინა

5-05-2026

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.


საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ,  სპეციალური დანიშნულების რაზმის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ზურაბ ცისკარიშვილმა სამსახურის უფროსს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და  სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.


დღესვე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა  სპეცრაზმის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სპეცრაზმის ინფრასტრუქტურა  მოინახულა  და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930