გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის

5-05-2026

ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ უკრაინასთან ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოწვევები არსებობს, ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას, ურთიერთობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია. 


„აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის. ყველა გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეიძლება, გადაიდგას. ჩვენ ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც არის დღეს ურთულეს მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში, არის ურთულესი ეკონომიკური, სოციალური პირობები. ჩვენ ყველანაირად ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს დანარჩენი ვნახოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930