გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე: პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულნი

5-05-2026

რაც შეეხება გუშინდელ საუბარს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია, რჩება - არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ა.შ. ჩვენ გუშინ, არსებითად, ვიყავით კონცენტრირებულები მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისივე თქმით, პრობლემები რჩება, თუმცა მნიშვნელოვანია, მომავალზე ორიენტირებაა მნიშვნელოვანი. 


„სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის, პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო და ეს პრობლემები არსად წასულა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები. მე, პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც იყო დაგროვილი, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის დღეს ომის მდგომარეობაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით. პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულნი,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930