გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საბჭოური ტიპის დეზინფორმაციაა, რასაც ავრცელებს ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რაც ძალიან სამწუხაროა, რასა იუკნევიჩიანე ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან, ისევე, როგორც მისი კოლეგები

5-05-2026

ეს არის საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია, რასაც ავრცელებს ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რაც არის ძალიან სამწუხარო, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


პრემიერის შეფასებით, რასა იუკნევიჩიანე ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან, ისევე, როგორც მისი კოლეგები. 


„მარტივად რომ შევაფასოთ, ეს ყველაფერი არის საბჭოური სტილის დეზინფორმაცია და რასა იუკნევიჩიანე ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან, ისევე, როგორც მისი კოლეგები ვერ გათავისუფლდნენ საბჭოთა წარსულისგან. ეს არის საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია, რასაც ავრცელებს ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რაც არის ძალიან სამწუხარო. ძალიან დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს ევროპული ბიუროკრატია და ამის გამოხატულებაა ის ტექსტები, რომლებზეც ახლა გვიწევს კომენტარის გაკეთება. საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია დაამტკიცა თავის დროზე ევროპარლამენტმა ძალიან დიდი უმრავლესობით. საბჭოური სტილის დეზინფორმაცია, ეს არის ევროპული ბიუროკრატიის მასშტაბური პრობლემა. რა თქმა უნდა, ვერ დავიყვანთ ამ პრობლემას მხოლოდ რასა იუკნევიჩიანესა და მის კონკრეტულ საბჭოურ წარსულზე. ეს არის საერთო პრობლემა, რომელიც დღეს არის სრულიად თვალსაჩინო ევროპულ ბიუროკრატიაში და ევროპულ პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე საუბრები ამ თემაზე, მათ შორის, წინა სამიტის დროს კიდევ უფრო ვრცელი საუბარი მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენს გულისტკივილს ყოველთვის ვუფიქსირებთ, მათ შორის კონკრეტულად ევროპარლამენტის პრეზიდენტს. ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს წუხილს ყოველთვის ევროპელ პოლიტიკოსებს, თუმცა ვხედავთ, რომ საერთო ფონი არის ძალიან  დამძიმებული ევროპაში, ევროპულ ბიუროკრატიაში. ასეთ ფონზე, ისინი პირდაპირ ესხმიან თავს თავისუფალ მედიას, არვცელებენ საბჭოური სტილის დეზინფორმაცია. ეს არის საერთო ფონი და ამ საერთო ფონის პირობებში ცალკეულ საუბრებს ვერ ექნება დიდი ეფექტი", -  განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031