გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დოლიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მერამდენე მცდარი ნაბიჯი გადადგა, უკვე სათვალავი მერევა

5-05-2026

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა.


როგორც დოლიძე აღნიშნავს, ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან, ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა.


„სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა, როდესაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოგვიწოდებდა და ამ ბზარებიან შენობაში შესვლას მიიჩნევდა საუკეთესო გზად.


ღიად დაუჭირა მხარი რამდენჯერმე იმ ჯგუფს, რომლის პრობლემები კარგად ჩანდა ისედაც. თუმცა, ახლა ღიად ჩანს ის, რასაც მე თავიდანვე ვამბობდი, ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა. მიუხედავად ზეწოლისა, ამ საკითხთან მიმართებით მე და ჩვენმა მხარდამჭერებმა ბრძნული გადაწყვეტილება მივიღეთ და არ გავერთიანდით“, - წერს ანა დოლიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930