გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

6-05-2026

12 ივნისს საქართველოში კონცერტს გამართავს ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი YE, Kanye West.


კონცერტი გაიმართება თბილისში, "დინამო არენაზე", Starring Georgia-ს ორგანიზებით და თიბისის პარტნიორობით.


ბილეთების საყოველთაო გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, Tkt.ge-ზე დაიწყება. თუმცა თიბისიმ თავის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა:


თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს ექნებათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, TKT.GE-ზე ბილეთები 24 საათით ადრე - 11 მაისის შუადღის 12 საათიდან - 25%-იანი ფასდაკლებით, პირველებმა შეიძინონ. ასევე, ისარგებლონ თიბისი განაწილებით, რომლის შემთხვევაშიც იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.


11 მაისს ბილეთების ყიდვის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.


თიბისის მომხმარებლებისთვის ყველა კატეგორიის ბილეთზე (Star Ring, Orbit, VIP) გავრცელდება 25%-იანი ფასდაკლება როგორც წინასწარი გაყიდვის, ისე საერთო გაყიდვების პერიოდში. თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში კი, 20%-იანი.


YE-ს კონცერტი გამოირჩევა მასშტაბური შოუთი, ინოვაციური ვიზუალური ეფექტებითა და ენერგიული პერფორმანსით, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს.


2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი- Bully გამოსცა. რელიზს მსოფლიო მასშტაბით ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა და სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგება YE დინამო არენაზე შეკრებილი მსმენელის წინაშე.


არ გამოტოვო შანსი, დაესწრო წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კონცერტს ექსკლუზიური შესაძლებლობით.


თუ ჯერ კიდევ არ გაქვს თიბისი ბარათები, აიღე მობაილბანკიდან, 30 წამში, ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031