გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“

6-05-2026

პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ წევრი კოტე ჟღენტი გამოეხმაურა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არმაზ ახვლედიანის განცხადებას, რომელმაც მომავალი პატრიარქის არჩევნებს „ფიქცია“ უწოდა. ჟღენტი ახვლედიანს „პროფესიონალ მოღალატეს“ უწოდებს.


„ნაძირალა ახვლედიანი, პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“ და ახლა კაცმა არ იცის ვინ და რა დარჩა, ბედავს ეკლესიაზე საუბარს, ეს პროფესიონალი იუდა?“, - წერს სოციალურ ქსელში კოტე ჟღენტი.


პატრიარქის არჩევნების წინ შეტევები გააქტიურდა. „ტვ პირველმა“ ეთერი დაუთმო მეუფე ზენონს. შეურაცხყოფების გარდა იყო მძიმე ბრალდებები. შემდგომ მისი განცხადებების ტირაჟირება მოახდინეს ცალკეულმა მედიასაშუალებებმა.


კამპანიაში ჩართულები არიან პოლიტიკოსებიც ოპოზიციიდან. არმაზ ახვლედიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში იმყოფებოდა. მისი განცხადებებიც იყო იმ შეტევის გაგრძელება, რომელიც საპატრიარქოსა და პატრიარქის არჩევნებს შეეხება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930