გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო სადღობელაშვილი: მეუფე ზენონის განცხადება ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმაა, მეუფე შიოს წინააღმდეგ ასეთი ტონით გამოსვლა ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ პირად დაპირისპირებას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოიტანეს

6-05-2026

„მეუფე ზენონის განცხადება, სადაც იგი ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეუფე შიოს როლსა და ავტორიტეტს, არის არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმა“,- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.


მისი თქმით, მეუფე ზენონმა უნდა გაიაზროს, რომ ასეთი რიტორიკა პირდაპირ აზიანებს როგორც საპატრიარქოს ავტორიტეტს, ისე მორწმუნე საზოგადოების ნდობას.


„მეუფე ზენონის განცხადება, სადაც იგი ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეუფე შიოს როლსა და ავტორიტეტს, არის არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმა. როცა მაღალი იერარქი საჯაროდ აკეთებს მსგავს განცხადებებს, ეს უკვე აღარ არის „სხვა აზრი“, ეს არის პასუხისმგებლობის დაკარგვა.


მეუფე ზენონმა უნდა გაიაზროს: ეკლესია არ არის პოლიტიკური მოედანი, სადაც პროვოკატორული იმიჯის მქონე ტელევიზიიდან ხმამაღალი განცხადებებით ქულებს იწერ. ასეთი რიტორიკა პირდაპირ აზიანებს როგორც საპატრიარქოს ავტორიტეტს, ისე მორწმუნე საზოგადოების ნდობას. 


მეუფე შიო წლებია ასოცირდება სტაბილურობასთან და ეკლესიის მართვის პროცესთან. მის წინააღმდეგ ასეთი ტონით გამოსვლა ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ პირად დაპირისპირებას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოიტანეს. ეკლესია ძლიერია მაშინ, როცა იგი ერთიანია!  Ps „ტაბულას ინფორმატორი!“, - წერს სადღობელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031