გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანელების 87% ფედერალური მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა

6-05-2026

გერმანიის ფედერალური მთავრობისადმი უკმაყოფილება რეკორდულ ნიშნულზე ავიდა, მოსახლეობის 87% მთავრობის მუშაობას უარყოფითად აფასებს.


გერმანიაში ჩატარებული ახალი Forsa/RTL და n-tv-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე- “კმაყოფილი ხართ თუ არა ფედერალური მთავრობის მუშაობით ამ დრომდე?”, ქვეყნის მოსახლეობის 87% ფედერალური მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა.


X-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მთავრობის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 11% აფასებს, ხოლო 2%-ს პასუხი არ აქვს.


გამოკითხვის შედეგებს სოციალურ ქსელში ირონიული გამოეხმაურება მოჰყვა და ზოგიერთი მას „მერცის გალაქტიკურ რეკორდს” უწოდებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31