გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ბანკის, ისევე სხვა ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ სანდოობას საქართველოს ეკონომიკისადმი

6-05-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის, როგორც Lion Finance Group-ის წევრი კომპანიის, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ცერემონიაში - ამ ფაქტის აღსანიშნავად ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე ზარის დარეკვით დაიხურა. ბანკი პირველი კომპანია გახდა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სექტორი გამოირჩევა ფართო რეგიონში სიჯანსაღით, სტაბილურობით, მდგრადობითა და მაღალი ლიკვიდურობით, რასაც ადასტურებს ინვესტორთა ნდობა, საფინანსო სექტორის ძირითადი მაჩვენებლები  და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები.


„საქართველო დღეს ღიაა ინვესტირებისთვის და საერთაშორისო კაპიტალს სთავაზობს სტაბილურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესმეგობრულ გარემოსა და განვითარებულ საფინანსო ინფრასტრუქტურას. ამდენად, როგორც საქართველოს ბანკის, ისე სხვა ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალი სანდოობას საქართველოს ეკონომიკისადმი," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ზარის დარეკვის ცერემონია სიმბოლურ და ტრადიციულ ხასიათს ატარებს. საქართველოს ბანკის ღონისძიებას როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ინვესტორები დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031