გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: სააკაშვილის რეჟიმის დროს აბსოლუტურად ყველა დაკავება, რომელსაც ასაღებდნენ ჯაშუშების გამოვლენად - იყო კამერების თანდასწრებით ჩატარებული PR-კლოუნადა

6-05-2026

სააკაშვილის რეჟიმის დროს აბსოლუტურად ყველა დაკავება, რომელსაც ასაღებდნენ ჯაშუშების გამოვლენად - იყო კამერების თანდასწრებით ჩატარებული PR-კლოუნადა. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე მათ მიერ ჯაშუშობისათვის დაკავებული პირები ახლა პარტიის წევრებად და პოლიტიკურ თანამოაზრეებად ჰყავთ, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 


მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქამდე არ ჰქონდა არც ძალა და არც სუვერენული სიძლიერე, რომ ამ მასშტაბის პრობლემებს შესჭიდებოდა.


„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა. მხოლოდ ახლა, როდესაც სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა იმის, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები.


სააკაშვილის რეჟიმის დროს აბსოლუტურად ყველა დაკავება, რომელსაც ასაღებდნენ ჯაშუშების გამოვლენად - იყო კამერების თანდასწრებით ჩატარებული PR-კლოუნადა. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე მათ მიერ ჯაშუშობისათვის დაკავებული პირები ახლა პარტიის წევრებად და პოლიტიკურ თანამოაზრეებად ჰყავთ.


ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონდა არც ძალა და არც სუვერენული სიძლიერე, რომ ამ მასშტაბის პრობლემებს შესჭიდებოდა.


მადლობა ყველას, პრემიერ კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს, გიორგი გვარაკიძეს, სულხან თამაზაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენი სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ, კომპლექსური მუშაობით ამ დონემდე მივიდა“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031