გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

6-05-2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით მიქაძეები დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს, რაზეც ის დათანხმდა და დაიწყეს დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ბრალდებულებმა შეარჩიეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილი პირი გელა უძილაური და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა.


ბრალდებულები გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას, მათ შორის ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. ასევე, გიორგი ჯოხაძემ და გიორგი კაჭკაჭიშვილმა მსჯავრდებულ სანდრო წივწივაძისგან მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი, გიორგი ჯოხაძემ უძილაურს გადასცა.


2025 წლის მარტის თვეში ძმებმა მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. უძილაურმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით და 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე და დაელოდა ლევან ჯანგველაძის მისვლას. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.


თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ დავით მიქაძე, გიორგი მიქაძე და გიორგი ჯოხაძე წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ" ქვეპუნქტით (შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება), ასევე გიორგი ჯოხაძე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა და ბ" ქვეპუნქტებით და მათ სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე უკვე მსჯავრდებულია გელა უძილაური და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია ოთარ რომანოვ ფარცხალაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031