გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

7-05-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 1988 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1992 წელს დაბადებულ რ.ვ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ა.მ.-ს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე გაეწია, ხოლო რ.ვ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ი. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930