გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქმენეთში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი დაიწყო

7-05-2026

თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის  ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს დელეგაციას აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ქერიმბერდი კურბანოვი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილს დაგეგმილი აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თანათავმჯდომარის რანგში,  საქართველო - თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომას წარუძღვება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930