გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: მოღალატე, გაქცეული გიორგი გახარიას პარტია-კანტორა შევიდა იმ სფეროში "დისკუსიაშიც", სადაც მათი ე.წ.კომპეტენტურობაც სავალალოა - ცრუ გზავნილები ფასებზე, დეზავუირდება "საქსტატის" მიერ

7-05-2026

პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ტყუილს ადასტურებს „საქსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2019 წელს საშულო წლიური ინფლაცია იყო 4.9%, 2020 წელს 5.2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ წელიწადში ფასები 10%-ით გაიზარდა - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, 2019 წლის სექტებრიდან 2021 წლის მარტამდე, სურსათზე ფასები წლიური გაანგარიშებით, ყოველთვიურად საშუალოდ 10,8 %-ით იზრდებოდა, 2024-2025 წლებში კი 4%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობისას, სურსათი თვეში წლიური გაანგარიშებით საშუალოდ 2.5-ჯერ უფრო მაღალი ტემპით.


„მოღალატე, გაქცეული გიორგი გახარიას პარტია-კანტორა შევიდა იმ სფეროში "დისკუსიაშიც", სადაც მათი ე.წ.კომპეტენტურობაც სავალალოა - ცრუ გზავნილები ფასებზე, დეზავუირდება "საქსტატის" მიერ. ტყუილად ცდილობენ ურეიტინგო პოლიტიკანები შეეწინააღმდეგონ უტყუარ მონაცემებს. თვითდამცირება თუ მათი კრედოა, მათივე პრობლემაა. პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ტყუილს ადასტურებს „საქსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2019 წელს საშულო წლიური ინფლაცია იყო 4.9%, 2020 წელს 5.2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ წელიწადში ფასები 10%-ით გაიზარდა.


რაც შეეხება 2024 წელს, საშუალო წლიური ინფლაცია 1.1% დაფიქსირდა, 2025 წელს კი 3.87%, რაც იმის მანიშნებელია, რომ 2024-25 წლებში, ფასებმა 5%-ით მოიმატა. სახელმწიფო სტატისტიკის მონაცემები მეტყველებენ, რომ აღნიშულ წლებში ფასების ზრდა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019-2020 წლებში - გახარიას პრემიერობისას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტებრიდან 2021 წლის მარტამდე, სურსათზე ფასები წლიური გაანგარიშებით, ყოველთვიურად საშუალოდ 10,8 %-ით იზრდებოდა, 2024-2025 წლებში კი 4%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობისას, სურსათი თვეში წლიური გაანგარიშებით საშუალოდ 2.5-ჯერ უფრო მაღალი ტემპით. ძვირდებოდა, ვიდრე 2024-2025 წლებში.“ - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930