გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილმა სამეცნიერო კონფერენციაში „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ მიიღო მონაწილეობა

7-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თელავში, მეფე ერეკლე II-ის სასახლეში გამართულ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ მიიღო მონაწილეობა.


კონფერენციის მიზანს საზოგადოებისთვის მეფე ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებული ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა და შესაბამისი რეზოლუციის მიღება წარმოადგენდა.


მისასალმებელი სიტყვისას, მინისტრმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ერეკლე II-ის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ერეკლე მეფის - დიდი ქართველის, მხედართმთავრის, პოლიტიკოსისა და უდიდესი მოღვაწის დაბადების თარიღის დაზუსტება ჩვენი ისტორიისთვის და ისტორიული მოვლენების სიზუსტისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ერეკლე II-ის ბიოგრაფიის სხვადასხვა ასპექტები, ისტორიული წყაროების ანალიზი და ბაგრატიონთა დინასტიის საოჯახო არქივები.


სამეცნიერო კონფერენციას საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, ადგილობრივი თვითმმართველობის  და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930