გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანი: საქართველოსა და თურქმენეთს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს

7-05-2026

„საქართველოსა და თურქმენეთს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში მჭიდრო და მზარდი თანამშრომლობა აკავშირებს. თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები და ცალკეულ პროექტებში ერთობლივი ჩართულობის გეგმები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.


მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო და წელსაც პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა - შარშან სარკინიგზო ტრანსპორტმა ორ ქვეყანას შორის დაახლოებით 20%-ით მეტი ტვირთი გადაზიდა და ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და მატებამ 3%-ი შეადგინა.


"ჩვენ თურქმენ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელთაც ვახორციელებთ სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, მათი სერვისების გაციფრულების და საერთაშორისო და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930