გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზუგდიდში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

11-12-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა Audi-ს მარკის ავტომანქანას დაეჯახა.


ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.


ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031