გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი: ვიხილეთ, რომ მამუკა მდინარაძემ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა

8-05-2026

თქვენს ეთერში იყო, როცა ბატონი მამუკა დაჰპირდა საზოგადოებას, რომ იგი აუცილებლად დაინტერესდებოდა წარსულის რაღაც ტიპის გადაცდომებით. პირველი დღეებია, რაც იგი შეუდგა თავისი პასუხისმგებლობის შესრულებას ახალ თანამდებობაზე, ვიხილეთ, რომ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავების საქმეზე საუბრისას.


მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ათასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მაჭავარიანის განცხადებითვე, გამოძიების შედეგმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში თანამდებობა და გუნდის წევრობა ინდულგენცია არ არის.


„არანაკლებ ამორალურად მოიქცნენ ისინი დანარჩენი სამართალდამცველების მიმართაც. ჩვენი პოლიციელები, სუსის და სდსს-ს თანამშრომლები არიან გმირები, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არ ემსახურებიან რომელიმე მთავრობას, ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს. როცა ასეთი უპასუხისმგებლო და ამორალური ადამიანები ასეთ რაღაცას მოიმოქმედებენ და აძლევენ საბაბს რაღაც დაჯგუფებას, რომ მათი ეს ამორალური ქმედება განაზოგადონ ათასობით პოლიციელზე, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული მათი მხრიდან დანარჩენი პოლიციელების მიმართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ როცა ოპოზიცია ყველა სამართალდამცველს მოძალადეებად მოიხსენიებდა, პროკურატურის ნაბიჯით მათ მსგავსი განცხადებების საფუძველი გამოეცალათ. მაჭავარიანის თქმითვე, ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს მდაბიო ახსნა მოუძებნოს.

„თუ ჩვენ შევადარებთ დასავლურ ქვეყნებს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი სამართალდამცველები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ვიდრე ეს დასავლურ ქვეყნებში ხდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031